Unknown: The Twig_Autoloader class is deprecated since version 1.21 and will be removed in 2.0. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 12Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303 CBS.GE
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
მთავარი შესვლა რეგისტრაცია გადახდა
ცხელი ხაზი: 247 54 44
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
  • მოზიკამი 15

მოზიკამი 15

მელოქსიკამი

  • 0.00 ფასდაკლება:%
  • ფასდაკლება ძალაშია
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 30
  • დოზა: 15 მგ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი,ქალი
  • EAN/UPC შტრიხ კოდი: 8904179007483
რაოდენობა:
მოზიკამი 15
Mozicam 15

სავაჭრო სახელწოდება
მოზიკამი 15
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
მელოქსიკამი
ფარმაცევტული ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს
მელოქსიკამი BP 15 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: M01AC06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მელოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID) ოქსიკამების ჯგუფიდან, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი თვისებებით. 
მელოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადასატურებულია ანთების კლასიკურ მოდელში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი რჩება უცნობი. თუმცა, ყველა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (მელოქსიკამის ჩათვლით) იზიარებს სულ მცირე ერთ საერთო მოქმედების მექანიზმს: პროსტაგლანდინების (ანთების მედიატორების) ბიოსინთეზის დათრგუნვა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც აისახება მაღალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობით, პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 90%. მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის მიღებისას პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5-6 საათის განმავლობაში მყარი ორალური ფორმის მიღებისას. დოზის მრავალჯერადი მიღებისას მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 3-5 დღეში. ყოველდღიური მიღებისას პლაზმაში წამლის კონცენტრაციის დონე შედარებით ნაკლებია და მერყეობს 0.4-1.0 μგ/მლ 7.5 მგ დოზის მიღებისას და 0.8-2.0 μგ/მლ 15 მგ დოზის მიღებისას (C min და C max მდგრად მდგომარეობაში). მდგრად მდგომარეობაში მელოქსიკამის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა ხუთ-ექვს საათში.  პარარელურად საკვების მიღება ან არაორგანული ანტაციდების გამოყენება არ ცვლის აბსორბაციას მელოქსიკამის პერორალურად მიღებისას. 
განაწილება: მელოქსიკამი ძალიან ექსტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99%). მელოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის  ნახევარს შეადგენს. მრავალჯერადად მელოქსიკამის პერორალური გზით მიღებისას (7.5-დან 15 მგ-მდე) განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 16ლ, ვარიაციების კოეფიციენტი მერყეობს 11-32%-მდე. 
ბიოტრანსფორმაცია: მელოქსიკამი გადის ღვიძლის ვრცელ ბიოტრანსფორმაციას. შარდში იდენთიფიცირებული იქნა მელოქსიკამის ოთხი სხვადასხვა მეტაბოლიტი, რომელთაგანაც ყველა ფარმაკოდინამიკურად არააქტიურია. ძირითადი მეტაბოლიტი 5-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის  5-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით (დოზის 9%). მელოქსიკამის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვანია იზოფერმენტი CYP2C9 და ნაკლებად – CYP3A4. სხვა ორი მეტაბოლიტის, რომლებიც შეადგენს შესაბამისად მიღებული დოზის 16% და 4%-ს,წარმოქმნაში მონაწილეობს პეროქსიდაზა.
გამოყოფა: მელოქსიკამი ძილითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, იგი თანაბრად ვლინდება შარდში და განავალში. სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით, მაშინ როდესაც მხოლოდ კვალის სახით გამოიყოფა შარდში. პერორალური გზით მიღების შემდეგ ელიმინაციის ნახევრგამოყოფის პერიოდი მერყეობს 13 დან 25 სთ-მდე. პლაზმის კლირენსი შეადგენს 7-12 მლ/წ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას. 
ხაზოვანი/არახაზოვანი: მელოქსიკამი ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 7.5 მგ 15 მგ პერორალური ან ინტრამუსკულარული დოზის მიღებისას.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის საშუალო ზომიერი უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა მნიშვნელოვნად მაღალი კლირენსი. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა შემცირებული კავშირი პლაზმის ცილებთან. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის დროს განაწილების მოცულობის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მელოქსიკამის კონცენტრაციის გაზრდა. ასეთ პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს. 
ხანდაზმულები: ხანდაზმულ მამაკაც პაციენტებში ახალგაზრდა მამაკაც პაციენტებთან შედარებით გამოვლინდა მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები. ხანდაზმულ ქალბატონებში აღინიშნა AUC-ს მაღალი დონე და ხანგრძლივი ნახევრგამოყოფის პერიოდი ორივე სქესის ახალგაზრდებთან შედარებით. ხანდაზმულებში პლაზმური კლირენსი იყო უმნიშვნელოდ დაბალი ვიდრე ახალგაზრდებში. 
სამკურნალო ჩვენება
მელოქსიკამი ნაჩვენებია:
- გამწვავებული ოსტეოართროზის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა.
- რევმატოიდული ართრიტის ან ანკილოზირებადი სპონდილიტის ხანგრძლივი სიმპტომური მკურნალობა.
წამლის დოზა და მიღების წესი
წამლის დოზა:
მთლიანი სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადი დოზის სახით. სიმპტომების კონტროლისთვის მცირე ეფექტური დოზის გამოყენებით შესაძლებელია არასასურველი გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა. პაციენტებში კლინიკური სიმპტომების შემსუბუქების ხარისხი  და მკურნალობის რეაქცია უნდა შემოწმდეს პერიოდულად, განსაკუთრებით ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში.  
გამწვავებული ოსტეოართროზი: 7.5 მგ/დღეში (15მგ ტაბლეტის ნახევარი).
საჭიროების შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, შესაძლებელია დოზის გაზრდა 15მგ-მდე დღეში (ერთი 15 მგ ტაბლეტი).
რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი: 15მგ დღეში (ერთი 15 მგ ტაბლეტი).
მკურნალობის რეაქციის შესაბამისად შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე/დღეში (15მგ ტაბლეტის ნახევარი).
არ მიიღოთ დღეში 15 მგ-ზე მეტი დოზა.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები და გვერდითი რეაქციების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში რევმატოიდული ართრიტის და ანკილოზირებადი სპონდილიტის ხანგრძლივი დროით მკურნალობისას რეკომენდებული დოზა არის 7.5 მგ დღეღამეში. გვერდითი რეაქციების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს 7.5 მგ დღეღამეში.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე დიალიზზე მყოფ პაციენტებში დაუშვებელია 7.5 მგ-ზე მეტი დოზის მიღება დღეღამეში. 
თირკმლის საშუალო, ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება არ არის საჭირო (ე.ი. როდესაც პაციენტებში კრეატინინის კლირენსი აღემატება 25მლ/წ-ს).
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის საშუალო ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაციები: მელოქსიკამი 15 მგ ტაბლეტების მიღება უკუნაჩვენებია ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. 
მიღების წესი: 
მიიღება პერორალურად
ტაბლეტი მიიღება წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.
უკუჩვენება
ეს სამედიცინო პროდუქტი უკუნაჩვენებია შემდეგ სიტუაციებში:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობის მესამე ტრიმესტრი
ბავშვები და 16 ასაკის მოზარდები
ჰიპერმგრძნობელობა მსგავსი მოქმედების ნივთიერებების მიმართ, მაგ: აასპ, ასპირინი. მელოქსიკამის მიცემა არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ასთმის, ცხვირის პოლიპების, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების ნიშნები, ასპირინის, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებისას.  
ანამნეზში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია.
აქტიური ან პეპტიური წყლულის/სისხლჩაქცევის რეციდივის შემთხვევა (დამტკიცებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი განსხვავებული ეპიზოდი);
ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
არადიალიზებული თირკმლის მწვავე უკმარისობა;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცერებროვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენის შემთხვევები ანამნეზში;
გულის მწვავე უკმარისობა
სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
არასასურველი მოვლენების შემცირება შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით მცირე ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისათვის. 
არასაკმარისი სამკურნალო ეფექტის შემთხვეაში არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება, არც დამატებითი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჩართვა მკურნალობაში, რაგდან ამან შესაძლოა გაზარდოს ტოქსიურობა სანამ არ დამტკიცდება მკურნალობის უპირატესობა. უნდა მოერიდოთ მელოქსიკამის პარარელურად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებას. 
პაციენტებში მელოქსიკამის მიღება არ არის მიზანშეწონილი მწვავე ტკივილის მკურნალობის მიზნით.
თუ რამდენიმე დღის გასვლის  შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება,   საჭიროა მკურნალობის კლინიკური სარგებელის თავიდან შეფასება. 
გასათვალისწინებელია ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის შემთხვევები ანამნეზში, რათა უზრუნველყოთ მათი სრული მკურნალობა მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებამდე. პერიოდულად საჭიროა ყურადღების გამახვილება ამ დაავადებების შესაძლო რეციდივის დადგომაზე, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით, ან დატვირთული ანამნეზის მქონე პაციენტებში.
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: მკურნალობის განმავლობაში ნებისმიერ დროს ყველა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან აღინიშნა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შესაძლოა იყოს ფატალური, გამაფრთხილებელი ან გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე ან კუჭნაწლავიდან მწვავე სისხლდენის მოვლენები ანამნეზში.  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დიდი დოზის მიღებისას არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის გაჩენის, ან პერფორაციის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ წყლული, გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით. ამ პაციენტებში საჭიროა მკურნალობის დაწყება მცირე დოზებით. ამ პაციენტებში გასათვალისწინებელია  დამცავი აგენტებით (მაგ: მისოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინაციური მკურნალობა (პაციენტებში,  რომლებიც ერთდოულად საჭიროებენ ასპირინის ან სხვა პრეპარატების მცირე დოზას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან  დაკავშირებული გართულებების რისკის გაზრდის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია დამცავი კომბინაციური თერაპიის ჩატარება).  
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი გამოვლინებები (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), ექიმს უნდა მოახსენონ უჩვეულო სიმპტომების შესახებ (კერძოდ, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
პაციენტებში, რომლებიც პარალელურად ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ წყლულის ან სისხლდნის რისკი, (მაგ. ჰეპარინი, ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი, სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები-აცეტილსალიცილის მჟავა ერთჯერადი დოზით> 500მგ, ან > 3გ მთლიანი სადღეღამისო დოზით), მელოქსიკამთნ კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
თუ მელოქსიკამით მკურნალობის პერიოდში პაციენტში გამოვლინდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული, მაშინ უნდა შეწყდეს მკურნალობა. 
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან შესაძლებელია ამ მდგომარეობების გამწვავება. 
გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული ეფექტები: პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზა და/ან ზომიერი  შეგუბებითი  გულის უკმარისობა, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და რჩევა, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება. 
რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების პერიოდში. 
ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის, მათ შორის მელოქსიკამის გამოყენება (განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება უკავშირდებოდეს არტერიული თრომბოზის მოვლენების მცირე რისკის. მელოქსიკამთან დაკავშირებით არ არსებობს საკმარისი მონაცემები რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკები. 
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ უკონტროლო ჰიპერტენზია, შეგუბებითი გულის უკმარისობა, დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება, ესაჭიროებათ სიფრთხილე მელოქსიკამით მკურნალობისას. ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე ასევე საჭიროა მსგავსი ყურადღების გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის ქვეშ (მაგ: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).
კანის რეაქციები: მელოქსიკამის გამოყენებისას გამოვლინდა სიცოცხლისათვის საშიში კანის რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN). საჭიროა დაკვირვების მოხდენა კანის რეაქციების ნიშნებზე და სიმპტომებზე. სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გამოვლენის ყველაზე მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის დაწყების პირველ თვეს. სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გამოვლენის შემთხვევაში (მაგ: პროგრესული გამონაყარი კანზე, ბებერები ან ლორწოვანი გარსის დაზიანება) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მელოქსიკამის მიღება. სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის მართვის საუკეთესო შედეგი მიიღება ადრეული დიაგნოზირებისას და საეჭვო პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტისას. ადრეული შეფასება დაკავშირებულია უკეთეს პროგნოზთან. თუ მელოქსიკამის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მაშინ მისი გამოყენება პაციენტში არასდროს აღარ შეიძლება. 
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა ზრდის შრატის ტრანსამინაზას დონეს, შრატის ბილირუბინის დონეს ან ღვიძლის ფუნქციის სხვა პარამეტრებს, ისევე როგორც ზრდის შტატის კრეატინინს, სისხლის შარდოვანას აზოტს და სხვა ლაბორატორიულ მაჩვენებლებს.
ამ შემთხვევების უმრავლესობა მოიცავს გარდამავალ და მსუბუქ ანომალიებს. თუ დამტკიცდება, რომ ამგვარი ანომალიები არის მნიშვნელოვანი, ან მუდმივი, მაშინ უნდა შეწყდეს მელოქსიკამის მიღება და ჩატარდეს შეაბამისი კვლევები. 
თირკმლის ფუნქციური უკმარისობა:
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, თირკმლის პროსტაგლანდინების ვაზოდილატატორული ეფექტის დათრგუნვით შესაძლოა გამოიწვიოს  ფუნქციური თირკმლის უკმარისობა გლომერულარული ფილტრაციის შემცირების გამო. ეს უარყოფითი მოვლენა დოზა დამოკიდებულია. მკურნალობის დაწყებისას, ან დოზის გაზრდის შემდეგ პაციენტებში რეკომენდებულია მონიტორინგი დიურეზზე და თირკმლის ფუნქციაზე, შემდეგი რისკფაქტორების შემთხვევაში:
ხანდაზმულები;
პარარელურად ACE ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, სარტანების, შარდმდენი საშუალებების   გამოყენება ;
ოლიგემია;
შეგუბებული გულის უკმარისობა;
ნეფროზული სინდრომი;
ლუპუს ნეფროპათია;
ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (შრატის ალბუმინი < 25 გ/ლ ან Child Pugh >10).
იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ინტერსტიციალური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულური  ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი. 
ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5მგ-ს. თირკმლის საშუალო და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო (ე.ი როდესაც პაციენტებში კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წ-ზე მეტია).
ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავება:   არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების ინდუქცია და შარდმდენების ნატრიურეტიკული ეფექტი. უფრო მეტიც, ანტიჰიპერტენზიულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოავლინოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. ამგვარად, მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება დაჩქარდეს ან გამწვავდეს შეშუპება, გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია. რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა კლინიკური მონიტორინგი. 
ჰიპერკალემია ჰიპერკალემიას შეიძლება ხელი შეუწყოს დიაბეტმა ან თანმხლებმა მკურნალობამ. ამ შემთხვევაში საჭიროა რეგულარული დაკვირვება კალიუმის დონეზე. 
სხვა გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: გვერდითი რეაქციები ნაკლებად გადაიტანება ხანდამულებში ან დასუსტებულ ინდივიდებში, რომლებიც შემდგომ საჭიროებენ მონიტორინგს. ისევე როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აქაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის, ღვიძლისა და გულის ფუნქციის უკმარისობა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ხანდაზმულებს აქვთ მომატებული უარყოფითი რეაქციები, განსაკუთრებით სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, რაც შესაძლოა ფატალური იყოს. 
როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე მელოქსიკამსაც შეუძლია ინფექციური დაავადებების  სიმპტომების შენიღბვა. მელოქსიკამის გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფერტილობას და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ ქალბატონებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. მელოქსიკამის მოხსნა გასათვალისწინებელია იმ ქალბატონებში, რომლებიც ვერ ორსულდებიან ან იტარებენ კვლევებს უშვილობაზე.
მელოქსიკამის 15 მგ ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი გენეტიკური პრობლემები, ლაპ ლაქტაზის დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზის შთანთქმის სინდრომი.
გავლენა სატრანსპორტო და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: 
ჰიპერკალემიასთან დაკავშირებული რისკი: გარკვეულმა სამკურნალო პროდუქტებმა ან სამკურნალო ჯგუფებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალემიას: კალიუმის მარილები, კალიუმის იშვიათი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, (დაბალი მოლეკულური წონის მქონე ან არაფრაქცირებული) ჰეპარინები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.
ჰიპერკალემიის დაწყება დამოკიდებულია მასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე. 
რისკი იზრდება მაშინ როდესაც ზემოაღნიშნული სამკურნალო პროდუქტები მიიღება მელოქსიკამის პარარელურად. 
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება:
სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და აცეტილსალიცილის მჟავა: არ არის რეკომენდებული სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაცია,  ანთებისსაწინააღმდეგო დოზებით > 500მგ ერთჯერადად ან > 3გ მთლიანი სადღეღამისო დოზა. 
კორტიკოსტეროიდები (მაგ: გლუკოკორტიკოიდები): კორტიკოსტეროიდების პარარელურად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან არსებობს სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის გაჩენის მაღალი რისკი.
ანტიკოაგულანტი ან ჰეპარინი: არსებობს სისხლდენის  მნიშვნელოვნად მაღალი რისკი, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენული ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, როგორიც არის ვარფარინი შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტი. არ არის რეკომენდებული ერთდროულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ანტიკოაგულანტების, ან ჰეპარინის გამოყენება გერიატრიაში). ჰეპარინის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებში სისხლდენის მაღალი რისკის გამო საჭიროა სიფრთხლე. თუ ამ კობმინაციების თავიდან არიდება შეუძლებელია, მაშინ საჭიროა INR-ს კონტროლი.  
თრომბოლიტური და ანტითრომბოციტური პრეპარატები: არსებობს სისხლდენის  მაღალი რისკი, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენული ლორწოვანი გარსის დაზიანების გზით.
შერჩევითი სეროტონინის რეცეფტორების ინჰიბიტორები (SSRI): კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
შარდმდენები, ACE ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: აასპ-მა შესაძლოა შეამციროს შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი. თირკმლის ფუნციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ: დეჰიდრირებული პაციენტი ან თირკმლის ფუნციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები) ACE ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების პარარელურად მიღებამ და ციკლოოქსიგენააზას დამთრგუნველი აგენტების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის შესაძლო მწვავე თირკმლის უკმარისობა, რაც ჩვეულებისამებრ შექცევადია. აქედან გამომდინარე, კომბინაციისას საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული და პარალელური მკურნალობის დაწყების წინ, ან დამთავრების შემდეგ  საჭიროა მონიტორინგი თირკმლის ფუნქციაზე. 
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ: ბეტა-ბლოკატორები): შესაძლოა გამოვლინდეს  ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (პროსტაგლანდინების დათრგუნვა ვაზოდილატატორული ეფექტით). 
კალცინევრინ ინჰიბიტორები (მაგ: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი): კალცინევრინ ინჰიბიტორების ნეფროტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს აასპ-ებით. კომბინირებული მკურნალობის დროს მცირდება თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. 
დეფერასიროქსი: მელოქსიკამის დეფერასიროქსთან პარარელურად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები. საჭიროა სიფრთხილე ამ პროდუქტების კომბინაციისას. 
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება (მელოქსიკამის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე):
აასპ-ის და ლითიუმის ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ ეს კომბინაცია საჭიროა, მაშინ მელოქსიკამით მკურანლობის დაწყებისას, დოზის შეცვლისას, ან მოხსნისას საჭიროა სიფრთხილით დაკვირვება პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციაზე.  
მეტოტრექსატი: აასპ-ს შეუძლიათ მეტოტრექსატის ტუბულარული სეკრეციის შემცირება და მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების პარარელური გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის დიდ დოზას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი). 
ურთიერთქმედება მეტოტრექსატსა  და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს  შორის გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის მცირე დოზას, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.  კომბინაციური მკურნალ

მიმოხილვის დამატება

Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303

მსგავსი პროდუქცია

Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303

© 2017 CBS.GE . All rights reserved