Unknown: The Twig_Autoloader class is deprecated since version 1.21 and will be removed in 2.0. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 12Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Using Twig_Autoloader is deprecated since version 1.21. Use Composer instead. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Autoloader.php on line 30Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303 CBS.GE
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
მთავარი შესვლა რეგისტრაცია გადახდა
ცხელი ხაზი: 247 54 44
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303
  • კეტზი

კეტზი

კეტოროლაკის ტრომეთამინი

  • 0.00 ფასდაკლება:%
  • ფასდაკლება ძალაშია
  • აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი
  • რაოდენობა შეფუთვაში: № 10
  • დოზა: 10 მგ
  • მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი,ქალი
რაოდენობა:
გამოყენების ინსტრუქცია
კეტზი (Ketzy)


სავაჭრო დასახელება:
კეტზი (Ketzy)
საერთაშორისო დასახელება:
კეტოროლაკი
სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
კეტოროლაკის ტრომეთამინს U.S.P. - 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი,
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება
ათქ კოდი:  M01AB15
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კეტოროლაკი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელსაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. იგი არაოპიოიდური საშუალებაა და არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე. პრეპარატი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას აქტივობას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, რაც განაპირობებს მისი მოქმედების მექანიზმს. მას ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. კეტოროლაკის ტრომეთამინს კეტოროლაკს არ აქვს სედატიური და ანქსიოლიზური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია: აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა (100%). განაწილების მოცულობა არის 13 ლ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 99.2%. გადადის დედის რძეში. კეტოროლაკის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა: შარდით - მიღებული დოზის 91.4% (საშუალოდ), და 6.1% (საშუალოდ) - განავლით.
ჩვენებები:
კეტოროლაკის ტრომეთამინი გამოიყენება ძლიერი მწვავე ტკივილის მცირე ხნით (5 დღე) კუპირებისათვის, როდესაც საჭიროა ანალგეზია ოპიოიდურ დონეზე, ძირითადად პოსტოპერაციულ პერიოდში.
უკუჩვენებები:
ანამნეზში აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
სავარაუდო ან დადასტურებული ცერებროვასკულური სისხლდენა;
ჰემორაგიული დიათეზი, სისხლის შედედების დარღვევის ჩათვლით;
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სრულ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე, მათ შორის პროფილაქტიკა ჰეპარინის დაბალი დოზებით;
პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ სისხლდენის განვითარების ან არასრული ჰემოსტაზის მაღალ რისკთან დაკავშირებული ოპერაციები;
ასთმა ანამნეზში;
ნებისმიერი მიზეზით ან გაუწყლოვანებით გამოწვეული ჰიპოვოლემია;
ორსულობა, მშობიარობა ან ძუძუთი კვების პერიოდი;
თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
ეფექტები ღვიძლის მხრივ: კეტოროლაკის ტრომეთამინი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობისას. კეტოროლაკის ტრომეთამინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ხოლო ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ამან შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს ღვიძლის რეაქციები. ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანომალური შედეგების შემთხვევაში საჭიროა კეტოროლაკის ტრომეთამინის გამოყენების შეწყვეტა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კეტოროლაკის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ნაყოფის ან ჩვილის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს კავშირს კეტოროლაკის გამოყენებასა და თანდაყოლილ დეფექტებს შორის. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის ბოლო პერიოდში კეტოროლაკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის და მშობიარობის გახანგრძლივება ან წარმოქმნას სხვა გართულებები. კეტოროლაკი გადადის დედის რძეში, რამაც ახალშობილებში შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს. ძუძუთი კვების დროს დედამ უნდა გამოიყენოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი ან შეწყვიტოს ძუძუთი კვება. პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
დოზირება და მიღების წესი:
თერაპია ჩვეულებრივ იწყება კეტოროლაკის ტრომეთამინის ვენაში ან კუნთში შეყვანით, პერორალურად კეტოროლაკის ტრომეთამინი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას მკურნალობის გაგრძელების მიზნით. კეტოროლაკის ტრომეთამინის ვენაში/კუნთში გამოყენებისა და პერორალური მიღების ხანგრძლივობა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რადგან იზრდება რეკომენდებულ დოზირებასთან ასოცირებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე.
17-64 წლის პაციენტებში: 20 მგ პერორალურად ერთხელ დღეში, შემდეგ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში, მაგრამ არა უმეტეს 40 მგ-სა დღეში.
65 წელზე ნაკლები ასაკის მქონე პირებში, თირკმლის უკმარისობის ან/და 50 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე პაციენტებში: 10 მგ პერორალურად ერთხელ დღეში, შემდეგ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში, მაგრამ არა უმეტეს 40 მგ-სა დღეში.
გვერდითი მოვლენები:
პოსტმარკეტინგული კვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ორგანიზმი მთლიანობაში: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ლარინგეალური შეშუპება, ენის შეშუპება, მიალგია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:  ჰიპოტენზია და ჰიპერემია.
კანის მხრივ: ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემა: პოსტოპერაციული ჭრილობიდან სისხლდენა (რომელიც იშვიათად ითხოვს სისხლის გადასხმას), თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
ღვიძლის მხრივ: ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზი, სიყვითლე.
ნერვული სისტემა: კრუნჩხვები, ფსიქოზი, ასეპტიკური მენინგიტი.
რესპირატორული სისტემა: ასთმა, ბრონქოსპაზმი.
შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში სისხლდენით ან სისხლდენის გარეშე ან/და აზოტემია, ნეფრიტი, ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია, ჰემოლიზური, ურემიული სინდრომი.
ურთიერთქმედება:
კეტოროლაკი მაღალი ხარისხით (საშუალოდ 99.2%) და კონცენტრაციისაგან დამოუკიდებლად უკავშირდება პლაზმის ცილებს. კეტზი არ მოქმედებს ცილებთან დიგოქსინის კავშირზე. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიული კონცენტრაციით (300 მკგ/მლ) ან უფრო დიდი დოზით სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას კეტზის კავშირი პლაზმის ცილებთან მცირდება 97.5%-მდე. თერაპიული კონცენტრაციებით დიგოქსინი, ვარფარინი, პარაცეტამოლი, ფენიტოინი და ტოლბუტამიდი არ მოქმედებენ კეტზის კავშირზე პლაზმის ცილებთან.
ჭარბი დოზირების სიმპტომები და მისი მკურნალობა:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, რომლებიც შექცევადია შემანარჩუნებელი თერაპიის ფონზე.
ზემოქმედება ავტომობილისა და მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე:
ზოგიერთ პაციენტებს კეტოროლაკის გამოყენების ფონზე აღენიშნება თავბრუხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა ან დეპრესია. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის ან მსგავსი სიმპტომების დროს საჭიროა თავის არიდება ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობისაგან.
შეფუთვა:
10 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების
ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
“ZEE LABORATORIES”
უჩანი, ჯ. ტ. როუდი, კარნალი-132001, ინდოეთი
www.zeelaboratories.com

მიმოხილვის დამატება

Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303

მსგავსი პროდუქცია

Unknown: Defining the getGlobals() method in the "opencart" extension without explicitly implementing Twig_Extension_GlobalsInterface is deprecated since version 1.23. in /home/cbsge05/public_html/system/library/template/Twig/Environment.php on line 1303

© 2017 CBS.GE . All rights reserved